ალბომს ვათვალიერებ გაფაციცებით, თითქოს რაღაცას ვეძებ ან შეიძლება ვიღაცასაც კი... შენ შემომხვდი ალბომში პირმოცინარი, გრძნობებით მთვრალი... ახლა შორს ხარ და ვინ იცის შეგხვდები ოდეს?! მე, მე... არ ვიცი რა უნდა მეთქვა ან რისთვის ვწერ ამას?! შენ მაინც არ და ვერ წაიკითხავ, შეიძლება წაიკითხო კიდეც... დამცინო, გამიბრაზდე, გამკიცხო... რაც გინდა ის ქენი მე ხომ ის ვარ რაც მაშინ, ალბათ შენც ოღონდ სხვებისთვის, შეიცვალე ჩემთვის, ისე გაქრი რომ მიზეზი არც აგიხსნია ვერ ვხვდები რას რა დავარქვა.მოკლედ შენ ჩემი აღარ და ვეღარ გქვია, ვინ იცის იქნებ ისევ სადმე გადამეყარო მოსეირნეს და ალმაცერად გამიღიმო. მე, მე შეიძლება გვერდი აგიარო, არა ვერ აგივლი, შენ ხომ ჩემი ბედნიერი დღეები გერქვა, ოღონდ გაუმხელელი, რაღაცნაირად სევდიანი და იმედის კოშკნაშენები... ოთახიდან ეს მონოლოგი მესმოდა არ ვიცი ვინ ვიზე ამბობდა მაგრამ სადღაც ჩემი თავიც ამოვიცანი... ადამიანი ყოველთვის მარტოა მაშინაც კი როდესაც სარკის წინ დგას და საკუთარ თავს უყურებს...