იქ ღვთისმშობელი ტიროდა ხის ქვეშ ქრისტეს წამებას ვერრა გაუძლო. ჩამოჯდა უხმოდ, ოღონდ უცრემლოდ და ზიარება ვერ ვუანდერძეთ. შემოაღამდა დედასა ჩვენსა, ხის ქვეშ დარჩენილს შესცივებოდა. თავ დაუხრია იასამანსა, ფოთლები თვისი საბნად ეკვროდა. ეფერებოდა სულის წყლულებზე და გათენებას უმსუბუქებდა. იასამანი მხოლოდ ფოთოლით, მხოლოდ ტოტებით იმზირებოდა. გაკვირვებულა დედა მშობელი, დილით ნანახით ატირებულა. დაულოცნია ხისთვის ტოტები. (სულში აღდგომამ დაისადგურა) შეუძახნია აყვავილდიო, დაე როდესაც გარდამწვანდები ყვავილთ სურნელით აავსე ეზო. დაე საამო სუნთკვირველობამ ზეცას ახაროს ადიოს ქრისტოს, რომდეს შემოგხვდეთ იასამანი გვერდი არ უქცოთ დედის საბანსა ნაზად აკოცეთ ოღონდ ტოტებზედ ყვავილთა სუნით დათვერით მარად... ირ წანას დიდა ინგარს ობიშხას იასამანო აყვავდი მარად..